პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია
28-12-2015, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია" - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ზაქარეიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

 

 

"თუ გავითვალიწინებთ იმას, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, რამდენად რთულადაა ვითარება იგივე რუსეთ-უკრაინას შორის, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-თურქეთს შორის, აშკარად ჩანს, რომ გამოწვევები იმდენად მაღალია, რომ გამოწვევების ფონზე უნდა შევაფასოთ ჩვენი საქმიანობა. აშკარაა, რომ როცა ჩვენს გარშემო მრავალი ფრონტია გახსნილი და აშკარაა ესკალაციის მაღალი ტემპერატურა, ჩვენი გამყოფი ხაზის გასწვრივ არათუ ესკალაციის ნიშნები არ არის, არამედ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოკვეთილი დეესკალაცია, ეს არის სერიოზული მიმართულება და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში კონფლიქტის მოგვარებით, ყველა ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს ამ წარმატებული პოლიტიკის შედეგებს. მინიმუმამდეა დასული გამყოფი ხაზის გასწვრივ ინციდენტები, ხოლო როცა არის, ეს როგორც წესი, ეხება ადამიანების გატაცებას. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ციხეებში მათი ყოფნის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი და ის დაახლოებით სამი დღეა-ხოლმე. ეს ყველაფერი გამოვრიცხეთ და ახლა მთავარია ვიმუშაოთ იმ ხალხზე, ვინც წინა ხელისუფლების დროს დიდი ვადით მოხვდნენ საპატიმროში" - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი