გიორგი კვირიკაშვილი: დაგეგმილია საპენსიო რეფორმის დაწყება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი პენსიონერებისათვის
28-12-2015, 06:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სოციალურ პროგრამებთან ერთად მოხდება ასევე საპენსიო რეფორმის დაწყება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი პენსიონერებისათვის", ამის შესახებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სულ ცოტა ხნის წინათ განაცხადა.


"რეფორმები, რომელიც დავიწყეთ, გაგრძელდება და რა თქმა უნდა მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება ეფექტიანობის გზრდაზე, გამჭვირვალობაზე და თანამშრომლობაზე ყველა დაინტერესებულ ადამიანთან. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საკითხს, აუცილებლად გაგრძელდება ეს მართლაცდა წარმატებული პროგრამა. გამახვილდება ყურადღება იმაზე, რომ პროგრამა მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული საჭიროებებზე, მოხდეს შეძლებისდაგვარად დიფერენცირება არსებული პროგრამის, გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია და კერძო სექტორის ჩართვა ," აღნიშნა კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭება ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის და ეკოლოგიის პროპაგანდასა და ჯანმრთელი თაობის აღზრდის მაქსიმალურ პოპულარიზებას," განაცხადა კვირიკაშვილმა.


"სოციალურ პროგრამებთან ერთად მოხდება ასევე საპენსიო რეფორმის დაწყება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი პენსიონერებისათვის, ღირსეული პირობების შექმნის კუთხით და ამ პროგრამის დიზაინი პრინციპში შექმნილია მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან და პროგრამის დანერგვა დაიწყება უახლოეს მომავალში", აღნიშნა კვირიკაშვილმა და ხაზი გაუსვა რომ "ეს ეკონომიკის სწრაფი ნახტომისებრი განვითარებით მიიღწევა".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი