კვირიკაშვილის ახალი ინიციატივა: საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ პოულობენ საშუალებას საკუთარი იდეების დასაფინანსებლად, სახელმწიფო დაეხმარება
28-12-2015, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკური განვითარება და დასაქმება, ეს იქნება ჩვენი მომავალი საქმიანობის უმთავრესი ქვაკუთხედი, ამ მიმართულებაზე გაკეთდება ყველაზე დიდი აქცენტი და კონსოლიდირებული ძალისხმევა მინისტრთა კაბინეტის მიმართული იქნება ამ ძირითადი პრიორიტეტის ირგვლივ. ამ პრიორიტეტის ასახვა მოხდება სახელმწიფო და დარგობრივ სტრატეგიებში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სულ ცოტა ხნის წინათ და დააზუსტა, რომ ერთ-ერთი უპირველესი ქვე-პრიორიტეტი სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება იქნება, რისთვისაც სპეციალური სახელმწიფო პროგრამები დაინერგება.


"ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა წარმოების განვითარებისათვის. ეს არის პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არაერთი პროგრამა, ეს არის მიკრო გრანტების პროგრამა, მიკრო მეწარმეებისათვის სოფლად. ჩვენ შედეგად რა თქმა უნდა მივიღეთ არსებული ბიზნესების ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, ხოლო რაც შეეხება დამწყებ ბიზნესებს, "სტარტ-აპ" ბიზნესებს, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ის ბიზნესები, რომელთა ინიციატორებიც ძალიან ხშირად გამოდიან ახალგაზრდები, სამეწარმეო ინიციატივის მქონე ახალგაზრდები, ვერ პოულობენ საშუალებას საკუთარი იდეების დასაფინანსებლად საბანკო სექტორისა და არსებული დაფინანსების მექანიზმების გამოყენებით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება უახლოეს მომავალში წარმოდგენა ახალი პროგრამის, რომელიც გაითვალისწინებს დამწყები ბიზნესების, "სტარტ-აპის" დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი უნდა იქნას გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ დამწყებმა ბიზნესმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო იდეები და მე ვარ შეხვედრილი არაერთ ასეთ ადამიანს, შეძლონ საკუთარი ინიციატივის განხორციელება, შეძლონ ის, რომ მათ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ ჰქონდეთ საძებარი სახელმწიფო სამსასხურში სამუშაო ადგილი და შეძლონ საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ქვეყნის ეკონომიკაში ახალი აგურის დადება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. სტატისტიკით და საერთაშორისო გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ასეთ ბიზნესებს აქვთ ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი განაკვეთი იმისა, რომ შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს, თუმცა ის ბიზნესები, რომელიც წარმატებული აღმოჩნდებიან, მთლიანობაში ზრდის ტემპით ასწრებენ არსებული ბიზნესების ზრდის ტემპს რამოდენიმეგზის და ეს არის დადასტურებული საერთაშორისო გამოცდილებით. ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება დამწყები ბიზნესის განვითარების მექანიზმების შექმნას. სწორედ ამ გზით ჩვენ შევძლებთ მყარი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია მოხმარების ზრდისთვისაც. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მინისტრთა კაბინეტისათვის უახლოეს პერსპექტივაში," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

 

კომენტარები: 13
#13   David Beria
      
იდეა თავიდანვე განწირულია ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, სადაც ინტელექტუალურ საკუთრებას სათანადოდ არ იცავენ. გარდა ამისა, რიგითი მოქალაქის ბეგარიდან ამოღებული თანხა არ უნდა იხარჯებოდეს სხვების საინტერესო იდეების საცდელად და იღბლის შემთხვევაში განსახორციერლებლად. სტატისიკა საკმაოდ მყარია: start-up ების ლომის წილი ლამაზ იდეად რჩება მხოლოდ.

საქრთველოს მთავრობამ პირველ რიგში:
- უნდა განახორციელოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრაქტიკულად მოქმედი კანონ-სისტემა. სვანაირად სხვა ინვესტორი მას სერიოზულად არ განიხილავს.
- დაეხმაროს ქართველ გამომგონებლებს მათი იდეების legalurad დაპატენტებაში (თუკი ეს შესაძლებელია).
- გაანთავისუფლოს ბეგარიდან start-up -ი და მისი დამატებითი ინვესტორიც ამ პროექტში ჩადებული თანხიდან. სხვანაირად, ყველაფერი ისევ ქართულ-რუსულ-ჯიგრული kick-back მეთოდით გაიფლანგება.
29 დეკემბერი 2015 19:02
#12   ჯონი ლახანტა ესტამუ ლოკა
      
ბიჯოოო, ჯერ იყოდა საჯარო მოხელეების გამოცოცხლებაზე იბჟუტურეთ, მერე იმდენი სისულელე დახლართეთ რომ თქვენც აირდაირიეთ, ახლაკიდე წინასაარჩევნოდ ბოდავთ რაღაცას და ხალს ატყუებთ! არცერთი თქვენი პროგრამით არ უსარგებლია უბრალო მოქალაქეს, ყველა თვქვენიანებს მიეცით!
29 დეკემბერი 2015 06:12
#11   დათო
      
ციტატა: პაატა
და იმან, ვინც 75 წლისაა და საინტერესო იდეა აქვს - რა ქნას? ზოგჯერ მგონია, რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ...

75 წლის ადამიანს უკვე კაი ხნის შვილები და შვილიშვილები უნდა ყავდეს. კარგი იდეა შეიძლება 95 წლის ასაკშიც მოუვიდეს კაცს. ამიტომ ეს კარგი და გამოსადეგი იდეები თავის შვილებს და შვილიშვილებს უნდა გაუზიაროს, მათ უნდა მისცეს განვითარებისკენ ბიძგი. თუ არ ყავს შვილები, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა არსებობს ირგვლივ.
29 დეკემბერი 2015 02:12
#10   zura
      
ძველ ჭურჭელში ახალ ღვინოს არ ასხამენ. კანონმდებლობა არ შე-
იცვლება, ისევ იმ ქაქში ვისხდები
28 დეკემბერი 2015 20:14
#9   თეა
      
კი კარგი იდეაა ნამდვილად. მაგრამ იმ სოფელში სადაც(დედაქალაქიდან 30წუთში რომაა)არ არის ინფრასტრუქტურა ელემენტარულ დონეზე მაგრამ არიან იდეების მქონე ახალგაზრდები, იმათმა რა ქნან ? მარტო ის რომ აღდგეს საბავშვო ბაღი, გაკეთდეს წესიერი ბობლიოთეკა, მიტოვებულ შენობას რომელიც საკმაოდ დიდია და ერთი ღორმუცელა პრინციპის ადამიანი დაპატრონებია ავი ძაღლივით, აქ რომ რამე სპორტული კომპლექსი და ასე შემდეგ გაიხსნას, უკვე თიტქმის სოფლის დიდი ნაწილი აქ დასაქმდება.
28 დეკემბერი 2015 15:04
#8   დავითი
      
კი კარგია, მაგრამ აქ ახალგაზრდებიც უნდა იყვნენ და ზველგაზრდებიც გათვალისწინებული, რა შუაშია კარგ იდეასთან წლოვანება?
28 დეკემბერი 2015 15:04
#7   ჯემალი
      
მერაბ კარსელაძე, რით ვერ გაძეხით?!. აცადეთ ახალ პრემიერს ახალი ინიციატივის განხორციელება...

პაატა, 75 წლის ვინცაა იმან პენსია მოითხოვოს გაზრდილი და იმით განახორციელოს თავისი იდეები. გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოთ. ნამუსი აღარ გაქვთ ახალგაზრდების ინიციატივა "ჯოჯოხეთი" რო გგონიათ?!.
28 დეკემბერი 2015 13:49
#6   merab karseladze
      
თუ თქვენ გინდათ ბიზნესის განვითარება გაანთავისუPლეთ გადასახადისგან მაგალითად 10 წლით მცირე მეწარმე და ინდ მეწარმე რომელთა წლიური ბრუნი არ აგემატება 150 ათას გელას კიდე განბაჟების ზგვარი 300დან 1500 გელამ -მდე გაზარდეთ და მერე ამოისუნთქებს ხალხი . ..ტყუილი რაგაც პროგრამების არ მჯერა არც მე და არც არავის ეს Pროგრამები ისევ თქვენს გარემოცვაზე იქნება მორგებული (საშინაურო პროგრამები )
28 დეკემბერი 2015 13:30
#5  პაატა
      
და იმან, ვინც 75 წლისაა და საინტერესო იდეა აქვს - რა ქნას? ზოგჯერ მგონია, რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ...
28 დეკემბერი 2015 11:40
#4   თინათინ ჭიკაძე
      
მივესალმები პრემიერის მოღვაწეობის პოზიტიურ დასაწყისს
28 დეკემბერი 2015 11:12
#3   ემელიანე ჟღენტი
      
ეს კარგია, მაგრამ ინიციატივაც წაახალისეთ, ბიზნესის დაწყება და პროდუქციის წარმოება მცირე და საშუალო ბიზნესის დონეზე. აუცილებლად თქვენ უნდა ჩაყოთ ცხვირი ნებისმიერი ბიზნესის დაწყებისას? მთავრობას თუ არ მიაკითხა ბიზნესის დამწყებმა მისი წახალისება გადასახადებით არ შეიძლება? რატომ ქმნით სპეციალურ ზონებს ამ პატარა ქვეყანაში, მიეცით ყველას ერთნაირი საშუალება, სტიმული ბიზნესის დაწყების, საექსპორტო პროდუქციის წარმოების. რატომ გიჭირთ ამის გაკეთება, თუ მხოლოდ თქვენმა ნათესავებმა უნდა ისარგებლონ მარტო პრივილეგიებით?
28 დეკემბერი 2015 10:45
#2   დარო
      
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი მომწონს.წარმატებებს უსურვებ.
28 დეკემბერი 2015 08:41
#1   მანანა
      
ეს არ იქნება საკმარისი. და რა ქნას ჩვენმა თაობამ?
28 დეკემბერი 2015 07:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი