„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად ჩვენი ქვეყნის“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
„უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, თავისუფალი სავიზო მიმოსვის მიღწევა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, ამ პროცესის მაქსიმალურად დაჩქარება. ნატო-ში ინტეგრირების კუთხით, სახელმწიფო გააგრძელებს არსებითი პაკეტის ეფექტიან დანერგვას. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, როგორც თავსებადობის, ისე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით. რაც შეეხება ჩვენს სამეზობლო პოლიტიკას, მაქსიმალურად ეფექტურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ არსებული პოტენციალი, ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისას იქნას რეალიზებული. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას და რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ „აბრეშუმის გზის“ პოტენციალი იქნას რეალიზებული, საქართველო იქნას მაქსიმალურად ჩართული ამ პროექტში, ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებული მუშაობა მოგვიწევს, როგორც ჩინეთთან, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებთან“ - განმარტა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.