პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათი პრიორიტეტების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება კერძო სექტორისათვის ბიოუროკრატიული წნეხის მაქსიმალურად შემცირება.
მისი თქმით, უნდა მოხდეს ბიუროკრატიული პროცესების მაქსიმალური გაიოლება და პროცედურების დაჩქარება, რათა ბიზნესმა მარტივად შეძლოს მისთვის საჭირო მომსახურების მიღება საჯარო სექტორის მხრიდან.
"ამისათვის ჩვენ გვაქვს შემუშავებული მოდელები, ამაზე გვქონდა წინასწარ მსჯელობები, ჯერ კიდევ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს, რათა მოხდეს ერთიანი "ფრანტ-ოფისის" ანუ მომსახურების ფრონტის შექმნა იურიდიული კომპანიებისათვის. ეს არის ძალიან ფუნდამენტური რეფორმა საჯარო სექტორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ უკვე დეტალურ კონცეფციას ამ პროექტის, თუ როგორ მოხდება ერთიანი მომსახურების ფრონტის განვითარება საჯარო სექტორში, რათა იურიდიულმა პირებმა ერთ ადგილას მიიღონ მომსახურება, რომელიც მათ სჭირდებათ; ყველაზე თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღიჭურვოს ასეთი მომსახურების ცენტრები, ხოლო ე.წ. ზურგი ანუ "ბექ-ოფისი" შესაძლებელია იყოს განთავსებული უკვე არა ძვირიან ადგილას, ანუ ქალაქის ცენტრის განტვირთვა მოხდება მაქსიმალურად, რაც თავის მხრივ ძალიან დადებით ზეგავლენას მოახდენს ძალიან ბევრი კუთხით, ეს იქნება უძრავი ქონების ბაზარი, ეს იქნება საცობებისაგან ქალაქის ცენტრის განტვირთვა და ა.შ. და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან ფუნდამენტური, კონცეპტუალური რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს ერთის მხრივ, მთავრობის საქმიანობაში და მეორეს მხრივ, ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებაში," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.