გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებთან დაკავშირებით, არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად გადავიქეცით
28-12-2015, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებთან ურთიერთობა იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 


„მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები შერიგების პოლიტიკის მიმართულებით. ეს ნაბიჯები უნდა იყოს კიდევ უფრო გაბედული. დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს - ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დაიბრუნონ, იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა დაიბრუნონ აფხაზები და ოსები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განწყობას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი და წარმატება რომელიც იქნება მიღწეული, ხელმისაწვდომი იქნება უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეებისათვის. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ის კონფრონტაცია, პოლარიზაცია, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, დასრულდეს. ჩვენ ყველანი გადავიქეცით ერთი ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეები, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიზაციის ხარისხი საზოგადოებაში შემცირდეს, ადამიანებმა კეთილი თვალით შეხედონ ერთმანეთს და საზოგადოება გავამთლიანოთ“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დღეს პარლამენტმა მოუსმინა. კვირიკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი