"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გარკვეული პროგრესია ზურაბ ჟვანიას საქმეთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე გახმაურებულ საქმეებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ასევე გარკვეული პროცესია ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, სხვა საკითხებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. პირობას გაძლევთ, რომ ამ საკითხებით პირადად დავინტერესდები და თქვენთან აუცილებლად შემდეგ შეხვედრაზე უფრო კონკრეტული საუბარი მექნება. რაც შეეხება სამართლიანობის აღდენის ტემპს, ჩვენ გვაქვს დადგენილი პროცედურა დღეს. პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი ამ მიმართულებით მუშაობს. არ დაგიმალავთ და მეც მეჩვენება, რომ, პროცესის დაჩქარების რესურსი არსებობს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩვენი მხრიდან ის პოლიტიკური ნება, რაც გამოხატული იყო ამ მიმართულებით, აღვასრულოთ და შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ პროცესი, თუმცა ეს არის ძალიან დელიკატური პროცესი მრავალი განზომილებით და ამიტომ ვეცდებით, მაქსიმალურად ჩქარა, ოღონდ დიდი სიზუსტით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის ცემის ფაქტს, კვირკაშვილის თქმით, ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რომ გამოძიება დაჩქარდეს.
"რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის სასტიკი ცემის ფაქტს, როგორც ვიცი, ბატონმა ირაკლი შოთაძემ თქვენთან პირობა დადო, რომ ის ამ საკითხს დაასრულებს და აუცილებლად მოვიკითხავ ამ საკითხს. ვფიქრობ, მთავრობის პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთი საკითხების გახსნა დააჩქაროს. ჩემს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებ, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს. სხვათა შორის მეც გახლით იმ მიტინგზე, უბრალოდ შემთხვევითობის გამო ისე არ დავზარალდი, როგორც თქვენ. მე ვფიქრობ. რომ ეს არის ჩვენი მართლაცდა პასუხისმგებლობა, რომ ამის გამოძიება უმოკლეს დროში მოხდეს. ასევე 26 მაისს საზარელი მკვლელობები, როდესაც გვამები დაყარეს მაღაზიის თავზე, მოვიკითხავ ყველა საკითხს და მექნება საშუალება, რომ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.