გოკა გაბაშვილი კვირიკაშვილს: ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ ბატონო გიორგი, აქ უნდა იდგეს, ამ ტრიბუნასთან ბიძინა ივანიშვილი
28-12-2015, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი და მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები ამ წუთებში ქუთაისში პარლამენტში უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებიან. ტრიბუნაზე სიტყვით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი გამოდის. მან გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მის ადგილას ახლა ტრიბუნასთან ბიძინა ივანიშვილი უნდა იდგეს.



"ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ ბატონო გიორგი, აქ უნდა იდგეს, ამ ტრიბუნასთან ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს ჩემი აზრით და აბსოლუტური უმეტესობის აზრით, ის არის რეალური მმართველი ამ ქვეყნისა. სწორედ მან მიღო გადაწყვეტილება წინა პრემიერის მოხსნაზე და იმდენად სწრაფად, რომ დროც კი არ დაუტოვა მიზეზების მოსაფიქრებლად, თუ რა უნდა ეთქვა საზოგადოებისთვის. მანვე მიიღო სასწრაფოდ გადაწყვეტილება თქვენს დანიშვნაზე და ასევე არ მოგცათ დრო დაფიქრებულიყავით საკადრო საკითხებზე. თქვენ თვლით, რომ გჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მინისტრები გაიცნოთ. ალბათ არ მოელოდებით, რომ ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ, რომ თქვენ გჭირდებათ თვეები, რომ მაგალითად გაიცნოთ ბატონი ხადურის მუშაობის შედეგები.თქვენ იყავით ეკონომიკის მინისტრი და სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, ლარი გაუფასურდა, სიღარიბე გაიზარდა და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ - იზიარებთ, თუ არა ივანიშვილის განცხადებას რომ მოსახლეობამ ბანკირები დაიქირაოს თუ განსხვავებული მიდგომა გაქვთ?! აპირებთ თუ არა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას?!"განაცხადა გოკა გაბაშვილმა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი