პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას, ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ნინო გოგუაძის კითხვას, "შეწყვეტს თუ განაგრძობს იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც პრეზიდენტის გამოსახლებას ისახავს მიზნად".
"რაც შეეხება გამოსახლების კამპანიას, მე არ ვიცი, რომელ კამპანიაზე საუბრობთ თქვენ. ცალკეულ პირებს აქვთ უფლება ამ ტიპის განცხადებები გააკეთონ. გემოვნების საკითხია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილზე, ალბათ, პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გავუწევდი - ამასაც ღიად გეუბნებით, თუმცა, პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.