კვირიკაშვილის პასუხი გაბაშვილს: ბატონი გიორგი გაბაშვილის კითხვა იყო, უნდა იდგეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ტრიბუნასთან, ეს ალბათ ხუმრობა იყო
28-12-2015, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პასუხობს. ცოტა ხნის წინათ გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გოკა გაბაშვილის შეკითხვას უპასუხა. გაბაშვილმა კვირიკაშვილს უთხრა, რომ უპრიანი იქნებოდა, მის ნაცვლად ტრიბუნასთან ბიძინა ივანიშვილი მდგარიყო. "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ასევე კვირიკაშვილისგან იმის ახსნა ითხოვა, თუ რატომ შემცირდა ქვეყნის ეკონომიკა, რაზეც კვირიკაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:  


"ბატონი გიორგი გაბაშვილის კითხვა იყო, უნდა იდგეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ტრიბუნასთან, ეს ალბათ ხუმრობა იყო. რაც შეეხება განცხადებას, მე ვთქვი, რომ არა მინისტრი უნდა გავიცნო, არამედ ის, რასთანაც არ მქონია მე ვიცე პრემიერობის პერიოდში უშუალო შეხება, იმ სფეროებში მინდა უფრო კარგად ჩავიხედო და მე მგონია დამეთანხმებით, რომ პრემიერის პოზიციიდან შეიძლება რაღაცები განსხვავებულად ჩანდეს სხვადასხვა უწყებებში, ამიტომ დავაზუსტე უბრალოდ ჩემი განცხადება. რაც შეეხება თქვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა შემცირდა, მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის პარამეტრები არ იზომება ამერიკულ დოლარებში, ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, ჩვენი ეროვნული ვალუტა გახლავთ ლარი, ამიტომ ლარის მსყიდველუნარიანობა იზომება ინფლაციით, და ლარის ინფლაციის შედეგად იზომება თუ რა მსყიდველუნარიანობა გააჩნია ლარს. ამიტომ მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რა თქმა უნდა დოლარებში შემცირდა, ასე მოხდა უმეტეს ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. სხვათაშორის, საქართველოში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დევალვაცია, თუ შევადარებთ დაახლოებით 13-14 ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გაგვაჩნია. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სუბიექტური ფაქტორი ამ პროცესში იყო მინიმალური," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დააზუსტა, რომ ის არ იხსნის ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ვიცე პრემიერი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი