ნადირაშვილი კვირიკაშვილს: როდესაც კანდიდატურებს შემოგთავაზებთ ბიძინა ივანიშვილი, ამოიღებთ თუ არა ხმას და თუ ეტყვით რომელი ადამიანების შერჩევაა აუცილებელი?
28-12-2015, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინისტრთა ამ კაბინეტს ნამდვილად ვერ დავარქმევთ საქართველოს მთავრობას, ეს არის "ქართუ ბანკის" მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მათთან პრემიერ მინისტრობის და მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრისას განაცხადა.


ირმა ნადირაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს შეკითხვითაც მიმართა და უთხრა, მოსწონს თუ არა ის კრიტერიუმები, რითაც მთავრობის წევრები ინიშნებიან.


"მე მოვისმინე თქვენი განცხადება, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად მთავრობაში ცვლილებებისთვის და მას სჭირდება დრო. გასაგებია, რომ პირადად თქვენ არ მოგიწევთ ამ ცვლილებების განხორციელება და მოგიწევთ ამ ცვლილებების შეთანხმება ქვეყნის ფაქტობრივ მმართველ ბიძინა ივანიშვილთან. მაინტერესებს, მოგწონთ თუ არა რა კრიტერიუმებითაც ინიშნებიან მთავრობის წევრები, რადგან ამ კაბინეტს ნამდვილად ვერ დავარქმევთ საქართველოს მთავრობას და მას თამამად შეიძლება დავარქვათ "ქართუ ბანკის" მთავრობა. პირადად თქვენც "ბანკი ქართუს" მმართველი იყავით და მერე გახდით ჯერ მინისტრი, ახლა კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხართ. გვერდით გიზით ბატონი ქუმსიშვილი, რომელიც თქვენი მოადგილე იყო და ასევე მუშაობდა "ქართუ ბანკში". აჭარაში ჩვენ ვიცით ხაბაძე, რომელსაც უმაღლესი თანამდებობა უჭირავს და ის "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის მმართველი იყო", - განაცხადა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობაში ყველას დაწინაურება, მინისტრად წარდგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა დამსახურება აქვთ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.


"მისი დაცვის ორი უფროსი ძალოვან სტრუქტურებს ხელმძღვანელობს. ჯანდაცვის მინისტრი მისი პირადი ექიმი იყო. ბიძინა ივანიშვილი ასე არჩევს კადრებს და ეს ქვეყანასაც ეტყობა. "ქართუ ბანკის" მოგება გაიზარდა 1700-ჯერ და ქვეყანა გაღარიბდა შესაძლოა ამაზე უფრო მეტადაც. მთელი მთავრობა მუშაობს "ქართუ ბანკზე", მის წარმატებაზე და არა ქვეყნის წარმატებაზე. როდესაც კანდიდატურებს შემოგთავაზებთ ბიძინა ივანიშვილი, ამოიღებთ თუ არა ხმას და თუ ეტყვით რომელი ადამიანების შერჩევაა აუცილებელი? არ ვამბობ, რომ ვინმე უღირსია, მაგრამ შესაძლებელია სხვა ადამიანების მონახვაც", - მიმართა ნადირაშვილმა კვირიკაშვილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი