გიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია ხელისუფლება იმისათვის, რომ სიმდიდრე მოეხვეჭა, პირიქით, მან საკუთარი რესურსი დააბანდა ამ ქვეყანაში
28-12-2015, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ დასმული შეკითხვის - რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მთავრობის წევრები - პასუხად განაცხადა, რომ წინააღმდეგია ტერმინის, "არაფორმალური მმართველობის" დამკვიდრების. პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის მერ გაწეული ქველმოქმედება გაიხსენა და თქვა, რომ მის მიერ "ასობით ძეგლი იქნა აღდგენილი. ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თავისი ხელისუფლება იმისათვის, რომ სიმდიდრე მოეხვეჭა, პირიქით, მან საკუთარი რესურსი დააბანდა ამ ქვეყანაში და დახარჯა ქვეყნის საკეთილდღეოდ".


"ქალბატონი ირმა ნადირაშვილის შეკითხვა იყო, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მთავრობის წევრები. საერთოდ მე მინდა ვთქვა, რომ ვერანაიარად ვერ გავიზიარებ "არაფორმალური მმართველობის", თვითონ ამ ტერმინის დამკვიდრებას, არაფორმალური მმართველობა არ არის ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა. მე არ ვიცი თქვენი აზრი როგორია, თქვენ როგორ ფიქრობთ? პოლიტიკური გავლენა რისთვის სჭირდება ბატონ ბიძინას? მე არა ვარ არც მისი ადვოკატი, არც მისი დამცველი. ის პოლიტიკაში შემოვიდა, თავისი ნებით წავიდა, მას სიმდიდრე არ მოუხვეჭავს ამ ქვეყნაში, წლების განმავლობაში მან მილიარდობით ლარი თუ დოლარი, როგორც გნებავთ, თქვენ დოლარებში ითვლით ყველაფერს, დახარჯა იმისათვის, რომ ქვეყნის არაერთი ადამიანის თუ სხვადასხვა სფეროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  მდგომარეობა გამოესწორებინა, კარგად შეხედეთ ასეულობით ძეგლს, რომელიც მან აღადგინა. ძალიან გთხოვთ რომ დაინახოთ ყოველთვის დადებითი მომენტები. ასობით ძეგლი იქნა აღდგენილი. ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თავისი ხელისუფლება იმისათვის, რომ სიმდიდრე მოეხვეჭა, პირიქით, მან საკუთარი რესურსი დააბანდა ამ ქვეყანაში და დახარჯა ქვეყნის საკეთილდღეოდ," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი