"მაქვს ამერიკაში მიღებული განათლება, საქართველოს 2 უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და თუ თვლით, რომ მთავრობაში ვარ იმიტომ, რომ "ქართუ ბანკში" ვარ ნამუშევარი, თქვენი ნებაა"
28-12-2015, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩათვალოს, რომ მე "ქართუ ბანკში" მუშაობის გამო მოვედი მთავრობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადების პასუხად აღნიშნა. ნადირაშვილმა აღმასრულებელ ხელისუფლებას "ქართუ ბანკის" მთავრობა უწოდა.


გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, მისი 13-წლიანი კარიერიდან "ქართუ ბანკში" მან მხოლოდ 6 წელი გაატარა. "ქართუ ბანკში" მუშაობამდე მე 13 წელი მთლიანობაში ჯამში საბანკო სექტორში ვიმუშავე. სხვათა შორის ნულიდან დავიწყე ჯერ კიდევ 1993 წელს. ჩემი კარიერა არ დაწყებულა "ქართუ ბანკში". 13 წლიანი კარიერიდან "ქართუ ბანკში" მხოლოდ 6 წელი გავატარე. დავიწყე როგორც დოკუმენტური ბიზნესის მომსახურე ოფიცერმა და საბანკო სექტორში პოზიციების სრული სპექტრი გავიარე", - განაცხადა კვირკაშვილმა და დაამატა, რომ ნამუშევარი აქვს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებშიც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გააჩნია.


"4 წელი და 6 თვე ვიმსახურე საქართველოს პარლამენტში მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზეც და გარდა ამისა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებშიც მაქვს ნამუშავერი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გამაჩნია, ამიტომ მე არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩათვალოს ის, რომ მე "ქართუ ბანკში" მუშაობის გამო მოვედი მთავრობაში, მაქვს ამერიკაში მიღებული განათლება. საქართველოს 2 უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და თუ თქვენ ამის შემდეგ თვლით, რომ მე მთავრობაში ვარ იმიტომ, რომ "ქართუ ბანკში" ვარ ნამუშევარი, რა თქმა უნდა, თქვენი ნებაა", - მიმართა კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგნელებს.


გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია, რასაც მისი განვლილი კარიერა ადასტურებს და მისი თქმით, მომავალშიც არაერთხელ დაადასტურებს ამას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი