რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უბედურებაა, გიდასტურებ, მეტი რა გავაკეთო? - კვირიკაშვილ-სუბელიანის დაპირისპირება
28-12-2015, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, გიორგი კვირიკაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ, კობა სუბელიანს შორის შელაპარაკება მოხდა. კვირიკაშვილი და სუბელიანი ერთმანეთს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვიერად ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ.

 


კობა სუბელიანმა კვირიკაშვილს აღნიშნული საქმისადმი დამოკიდებულება დაუწუნა, პეტრე ცისკარიშვილმა და კვირიკაშვილის შეფასებებს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, "ბოლშევიზმი" უწოდა.

 


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბოლშევიზმთან დაკავშირებით, ცისკარიშვილის რეპლიკა ხუმრობად მიიჩნია. სწორედ ამ რეპლიკის შემდეგ, კვირიკაშვილმა ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით, საუბრის გაგრძელება სცადა, თუმცა, სუბელიანმა მას საყვედურით მიმართა და უთხრა, რომ ხუმრობს, მაშინ როცა საქმე ბავშვის მკვლელობას ეხება.

 


"რაც შეეხება რაფალიანცის საქმეს, მე არ ვიცი ვინ დააბრალა გიორგი ღვინიაშვილს ასეთი ტიპის მკვლელობა, არ მინახავს ასეთი რამ. გიდასტურებთ, უბედურებაა, რომ ეს საქმე გამოუძიებელია. ვიხუმრე რაფალიანცზე? რატომ იტყუები, ამხელა კაცი ხარ. სირცხვილი და სპეკულაციაა რასაც ახლა აკეთებ. რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უბედურებაა, გიდასტურებთ, მეტი რა გავაკეთო? დავანებოთ თავი სპეკულაციას. ცოტა ვნებები დავიცხროთ. ნუ დამაბრალებთ იმას, რომ რაფალიანცზე ვიხუმრე. ვიხუმრე ბოლშევიზმზე. თქვენი რეჟიმი არ იყო ბოლშევიკური? აბა რა იყო? მოგიწოდეთ თანამშრომლობისკენ და ეს არის თქვენი პასუხი? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? გამაგრძელებინეთ იმ ტონალობაში, რომელშიც ვლაპარაკობდი. მე ვნახავ როგორი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის გიორგი ღვინიაშვილის მხრიდან და მერე გაგცემთ ამაზე პასუხს", - მიმართა პრემიერობის კანდიდატმა უმცირესობის წევრებს, რაზეც დეპუტატმა კობა სუბელიანმა უპასუხა, რომ ვერც ერთი მინისტრი ამ მთავრობიდან რაფალიანსის ამბიდან ვერ გამოძვრება, რადგან ადამიანი, რომელმაც დეპუტატ ღვინიაშვილს ბავშვის მკვლელობა დააბრალა, დღეს კულტურის მინისტრის მოადგილეა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი