პრეზიდენტი მავთულხლართების გავლების პროცესს აპროტესტებს და კონფლიქტისპირა რეგიონში ჩასვლას გეგმავს
26-02-2014, 17:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და საქართველოში საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეაგირებას სთხოვს.

 


პრეზიდენტის განცხადებით, მავთულხლართებს არავითარი სტრატეგიული დანიშნულება არ გააჩნია და ის მიმართულია იმისკენ, რომ კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობამ ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ შეძლოს.

 

 

"განახლდა მავთულხლართების გავლების სრულიად უაზრო პროცესი. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება. ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, ვისაც მავთულხლართების მიღმა ერთმანეთთან შეხვედრა სურთ" - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც თავად გეგმავს ადგილზე ჩასვლას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას.

 

 

"დღეს კახეთიდან დაბრუნების შემდეგ მე ჩავალ რეგიონში, სადაც ხდება მავთულხლართების გაბმა, შევხვდები იმ თანამოქალქეებს, ვისაც ეს უშაულოდ შეეხო და მათგან მოვისმენ, რა ვითარებაა ადგილზე", -განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, თითქოსდა, ოლიმპიადის უშიშროებისთვის შექმნილი 11 კილომეტრიანი ზოლის გაუქმების მიზნით რუსეთის მხირდან არანაიარი ნაბიჯები არ გადადგმულა.

 


"ამის თაობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ მსოფლიო საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს მარტივი არ იქნება და საჭიროა, ძალიან აქტიური ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ამ თემისთვის ყველამ უნდა მოიცალოს. მინდა საერთაშორისო თანამეგობრობას მივმართო, რომ ჩვენთან ერთად ხმა აიმაღლონ ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გართულებისკენ და შენარჩუნებისკენ, იმიტომ, რომ მავთულხლართების გარეშე ჩვენ ვპოულობთ ერთმანეთს და ვურთიერთობთ ერთმანეთთან", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 


მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯები არის დანაშაული და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

 

 

რუსმა სამხედროებმა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მავთულხლართების მონტაჟის პროცესი ისევ განაახლეს. ბარიერის მიღმა ადგილობრივი მოსახლეობის უკვე დამუშავებული მიწებიც მოჰყვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი