ნოდარ ჯავახიშვილი შავლიაშვილის წინააღმდეგ - გაცემული იყო 47 მილიონი ავანსი და ფაქტობრივად, არ იყო შესრულება საერთოდ
28-12-2015, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი ნოდარ ჯავახიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით, უკრაინულ კომპანიასთან მისი წინამორბედის, დავით შავლიაშვილის მინისტრობისას გაფორმებული მსხვილი ხელშეკრულების დეტალებს ახმოვანებს და აცხადებს, რომ "გაცემული იყო 47 მილიონი ავანსი და ფაქტობრივად, საერთოდ არ იყო შესრულება".


„თავის დროზე გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედია-გრიგოლეთის ერთ-ერთ ლოტზე უკრაინულ კომპანიასთან, გაცემული იყო 47 მილიონი ავანსი და ფაქტობრივად არ იყო შესრულება საერთოდ. ჩვენ გვქონდა 2 არჩევანი, ან უნდა გაგვეწყვიტა პროექტი და უზარმაზარი სერიოზილი კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა 47 მილიონის დაკარგვის საკითხი, ან როგორმე ეს პროექტი გაგვეცოცხლებინა. მე ჯერ მიჭირს ბოლომდე ვთქვა, რომ დავამთავრეთ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ გეტყვით, რომ ფაქტიურად ეს პროექტი გაცოცხლდა. გარკვეული და მნიშნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ პროექტში, რომელმაც არ გაუუარესა გზის ხარისხი და მარტო სექტემბერ-დეკემბერში 11 მილიონამდე შესრულებაა. დაახლოები 20 მილიონის ტექნიკაა შემოტანილი, ანუ დღეს რომ დაგვჭირდეს და გავწყვიტოთ, ჩვენ პრაქტიკულად იმ 47 მილიონს აღარ ვზარალობთ. თუმცა მაქვს იმედი, რომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ 2017 წლისთვის. ჩემი პიროვნული ღირსების საკითხია, თუ ამას მივიყვანთ ბოლომდე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მოვსულვარ ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი