საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გუშინ საპარლამენტო კომიტეტებში პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც დღის ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის შემადგენლობის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ყველა კომიტეტის დასკვნა დადებითია.
"ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნები მთავრობის შემადგენლობის შესახებ. კომიტეტები ყველა იწონებს და მხარს უჭერს მთავრობის ამ შემადგენლობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება უმცირესობას, ასევე "თავისუფალ დემოკრატებს", რომლებიც მინისტრობის კანდიდატებს ასევე გუშინ შეხვდნენ, უკვე ცნობილია, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.
პარლამენტი პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.