საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებსა და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2014 წელს საქართველო 5-6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. პრემიერის შეფასებით, მომდევნო წლების ეკონომიკური პროგნოზებიც განსაკუთრებით ოპტიმისტურია.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა 2014 წელს საქართველოსთვის გადამწყვეტი უწოდა, ვინაიდან აგვისტოში ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას ელოდება.
პრემიერის განმარტებით, ეს გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების სფეროშიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მსოფლიო ბანკთან მუდმივი დისკუსია და იდეების ურთიერთგაცვლა აქვს, რაც ყოველთვის სასარგებლოა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯიმ იონგ კიმთან შეხვედრისას მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს უდიდესი პარტნიორია.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.