მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ განვაგრძობთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის ფორმატში, გაგრძელდება ასევე აბაშიძე-კარასინის დიალოგი
29-12-2015, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ის სტრატეგია და საგარეო კურსი, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული, მისი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში შენარჩუნდება.


"განვაგრძობთ მუშაობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი თავისი ბიზნეს გარემოთი და საინტერესო გახდეს რეგიონის ყველა ქვეყნისთვის ჩვენთან თანამშრომლობა და მოხდეს როგორც სატრანზიტო, ასევე სხვა ფუნქციის მაქსიმალური რეალიზაცია," განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ და დაამატა, რომ გაგრძელდება როგორც ჟენევის ფორმატი, ისე აბაშიძე-კარასინის დიალოგი.


"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონსტრუქციულ მონაწილეობას რა თქმა უნდა, ჟენევის ფორმატში. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საერთაშორისო ჩართულობით ისევ ამ ფორმატში შევძლოთ იმ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე პროგრესის მიღწევას, რასაც ჰქვია ჩვენსა და რუსეთს შორის კონფლიქტი. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებზე აბაშიძე-კარასინის დიალოგი გაგრძელდება", აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი