პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს
29-12-2015, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

 

 

პროგრამაში - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" მთავარ მიზნად კვლავ უპირობოდ რჩება ერთიანი, ძლიერი, კანონის უზენაესობაზე დამყარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. დოკუმენტში ხაზგასმაულია, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება. ყურადღება გამახვილებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე, ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატო-ში საქართველოს საბოლოო გაწევრიანებაზე.

 

 

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება. აღნიშნულია, რომ მთავრობა გააგრძელებს მუშაობას უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის და მოქალაქეებისათვის ღირსეული პირობების შექმნის მიმართულებით; გაგრძელდება წვრილი და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს; მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას, მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავისუფალ და დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს, შექმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ ორგანიზაციებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები და კონკურენტულ გარემოში პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი