პარლამენტში, სადაც დღეს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება უნდა მოხდეს, ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილისათვის შეკითხვების დასმა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს გიორგი კანდელაკს სურს კვირიკაშვილისაგან მოისმინოს პასუხი იმის შესახებ, გამოუყენებია თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პოლიტიკური გავლენა იმისათვის, რომ ქვეყანაში ფული ეკეთებინა.
"ბატონო გიორგი, თქვენ გუშინდელი გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს, თქვენს ლიდერს არ გამოუყენებია საკუთარი პოლიტიკური გავლენა იმისათვის, რომ ფული ეკეთებინა. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მაგალითად, "ქართუ ბანკის" მოგება გაიზარდა ბოლო პერიოდში 17-ჯერ. არაერთი დოკუმენტი მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსურ ინტერესზე მაგალითად, საყდრისის საქმეში, როცა თქვენ ააფეთქეთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მე მაინტერესებს, როცა ამას ამბობდით, თქვენ იხუმრეთ, თუ არ გიხუმრიათ. კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის მადა არ არის ერთადერთი მადა, რის გამოც ჩვენი ხალხი გაღარიბდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის თქვენს მიერ, მათ შორის თქვენი მინისტრობის პერიოდში შემოღებული საზიანო რეგულაციები, რომლებმაც ზიანი მიაყენეს ეკონომიკას და გააღარიბეს ხალხი. მაგალითად ავიღოთ მანქანების ბიზნესი. ეს სფერო, რომლის ბრუნვაც იყო 700 მილიონი დოლარი, ჩამოვიდა 160 მილიონზე, დაიკარგა 550 მილიონი და 5 ათასმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი. ახლაც თქვენ შემოტანილი გაქვთ უაღრესად სახიფათო კანონპროექტი, რომლითაც 9 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომანქანები, თუკი ეს კანონი იქნება მიღებული, გაძვირდება 2-ჯერ, რაც პირდაპირ დაარტყამს გაჭირვებულ ფენას და არ გამოიწვევს არავითარ შემთხვევაში ავტოპარკის განახლებას იმიტომ, რომ ამას სჭირდება ეკონომიკური აღმასვლა და ის, რომ ხალხის ჯიბეები კი არ თხელდებოდეს, არამედ ივსებოდეს, რაც მე თქვენი მოღვაწეობის პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია. მე მაინტერსებს, ეკონომიკის მინისტრის რანგისაგან განსხვავებით, პრემიერ მინისტრის რანგი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ასეთ საზიანო ინიციატივებსა და იდეებზე ხელი არ მოაწეროთ?" განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.