სერგო რატიანი გიორგი კვირიკაშვილს: გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას საყდრისთან მიმართებაში?
29-12-2015, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ბატონო გიორგი, გუშინდელმა თქვენმა პასუხებმა დაგვანახა, რომ თქვენ განსხვავდებით წინა პრემიერისგან და მისი პასუხებისგან“ - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს.

 


რატიანმა მთავრობის მომავალ მეთაურს საყდრისთან და ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა და დაინტერესდა იღებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას.

 


„მე მაინტერესებს დღესაც მიგაჩნიათ, რომ საყდრისი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს? მთავრობის ოფიციალური პოზიცია, რომელიც თქვენ გეკავათ, იყო ასეთი - თქვენ ამტკიცებდით, რომ ეს იყო სტერილური ბორცვი და დღეს როგორ მიგაჩნიათ, ეს ასეა? მე მინდა შეგახსენოთ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პოზიცია იყო ცალსახად სხვანაირი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ყველაზე ძველი ოქროს საბადო. მისი აფეთქება კი იყო ვანდალობა და ეს ჩაიდინა საქართველოს მთავრობამ. საყდრისთან მიმართებაში, ასევე არსებობს მეორე დანაშაული, რომელიც ჩაიდინა თქვენმა მთავრობამ, ეს არის ლიცენზიის უფასოდ გაყიდვა. ამასთან დაკავშირებით, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, საერთოდ რა პასუხისმგებლოას გრძნობთ ამ მიმართულებით.

 


მეორე კითხვა ჩემი შეეხება ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის სამეცნიერო და კულტურული ცენტი არის დახურული. ეს კი გაკეთდა თქვენი მთავრობის პირობებში. თქვენ, ფაქტობრივად, უარი თქვით, რომ ბათუმი ყოფილიყო რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრი“ - მიმართა სერგო რატიანმა გიორგი კვირიკაშვილს.

 


შეგახსეებთ, პარლამენტში, ამ წუთებში, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი