გივი თარგამაძე: სანამ ბატონი შს მინისტრი ჩაანალიზებს, სანამ ბატონი პრემიერობის კანდიდატი გაეცნობა მინისტრებს, რა უნდა ვქნათ, აღიარებები ვჭამოთ?
29-12-2015, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გიორგი მღებრიშვილს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ მიმართა და საარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებებზე, გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკასა და სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.



"გუშინ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბრძანა, რომ საარჩევნო დაპირებები იყო გადაჭარბებული და არასწორ საექსპერტო დასკვნებს ეფუძნებოდა. იქვე იყო მითითებული, რომ ტარიფების შემცირება იყო შეუძლებელი, რომ პენსიები არ გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზუსტად ვამბობთ როგორ შეიძლება გაიზარდოს პენსია 50 ლარით; ბენზინი არ გაიფდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში იაფდება და ა.შ. აქვე გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ უწყების წარმოდგენილი სტატისტიკა არ არის სწორი და მძიმე დანაშაულმა იმატა, და მართლაც, დადასტურება დღეს დილითვე მივიღეთ, როდესაც ქალაქის ცენტრში, გეგეშიძის ბაღში ორმხრივი სროლა გაიმართა პოლიციელებსა და დამნაშავეებს შორის ბანკის დაყაჩაღების მცდელობისას. იქვე გვერდით, 57-ე სკოლასთან მანქანა გატეხეს, საიდანაც მაგნიტოფონი მოიპარეს, შევარდნაძის ხანის პატივსაცემად და აქვე ჩვენ გავიგეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს კონცეფცია, რომელიც გაანალიზებაზე არის გათვლილი და ოდესღაც ეს გაკეთდება, მაგრამ სანამ ბატონი მინისტრი ჩაანალიზებს, სანამ ბატონი კანდიდატი გაეცნობა მინისტრებს, როგორც თქვა, თვეების მანძილზე, დღეს და ახლა რა უნდა ქნას იმ ხალხმა, ვინც ამ ყაჩაღობების მსხვერპლია, ვისაც პენსია არ აქვს, ვისაც უბრალოდ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს, ანუ თქვენს ფრაზეოლოგიაზე რომ გადავიდეთ, ამჯერად რა უნდა ვქნათ, აღიარებები ვჭამოთ?" განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი