ჯონ კერი: მომდევნო არჩევნებში კიდევ ერთხელ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ დემოკრატია ზეიმობს ქვეყანაში
26-02-2014, 20:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს მომდევნო ადგილობრივ თვითმმართეველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დაადასტუროს და წარმოაჩინოს რომ ქვეყანაში დემოკრატია ზეიმობს.

 


ამის შესახებ ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვება.

 

 

"მე-12 წელია აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი და მზარდი თანამშროლობის დაწყებიდან. ბევრი შედეგი იქნა მიღწეული, ბევრი პროგრესი, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მინდა მოგილოცოთ 2012 წელს თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ განვითარებას. ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მომდევნო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დაადასტუროთ და წარმოაჩინოთ, რომ დემოკრატია ზეიმობს ქვეყანაში, რაც ძლიერი ოპოზიციის არსებობასაც გულისხმობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგი და დებატები კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყანას",- აღნიშნა კერიმ.

 

 

სახელმწიფო მდივნის შეფასებით, აშშ-ს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი