საქართველოს პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღების შესახებ კანონთა და საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონთა პაკეტებს ხელი მოაწერა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შემდგომ მოწმის დაკითხვა და მოწმის მიერ ჩვენების მიცემა ნებაყოფლობითი ხდება, რაც მისი თქმით, დადებითი მომენტია, ვინაიდან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მოწმე მხოლოდ სასამართლოს წინაშე დაიკითხება.
"რამდენიმე დანაშაულზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ისევ გადავადებულია და მათი სრულყოფილად ამოქმედება მოგვიანებით მოხდება. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ კონკრეტულ დანაშაულებებზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ხელახალი გადავადება აღარ მოხდება და დასრულდება ის პერმანენტული გადავადებები, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ხდებოდა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმების შემდეგ მოხდება მისი ჩანაცვლება სასამართლო წესით.
"მიგვაჩნია, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის შემოღებას. თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორისა და ბიზნესისათვის დიდი მგრძნობელობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, აუცილებელია საკითხის დაყენებისთანავე მოხდეს მათ წარმომადგენლებთან კონსულტაციები, რათა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული კითხვები აღარ ისმებოდეს",- აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.