“კურორტ აბასთუმანთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური კურორტი საქართველოში. 2016 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 13 მილიონიანი პროექტის განხორციელება“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დაიწყება გენერალური გეგმის მომზადება თანამედროვე სტანდარტებით აბასთუმნის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. რაც შეეხება ფიჭვის ნაძვით ჩანაცვლების საკითხს, მე რა თქმა უნდა, მოვიკითხე ეს საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროში, გავრცელებული დავადებებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ზომების უზრუნველყოფისათვის ხდება შერეული კორომების გაშენება. ეს იყო პროფესიონალების რეკომენდაცია ამ მიმართულებით. რაც შეეხება ფიჭვის ამოჩეხვას, ასეთი რამ არ ხდება. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ მე ორი დღის წინათ, გახლდით ბაკურიანში, სადაც ახალი საბაგირო გავხსენით და ამ კუთხით, მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ჩვენ ვიმუშავებთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“ - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში, ამ წუთებში, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.