"საერთოდ პოლტიკაშიც და საზოგადოებაშიც ფიზიკის კანონები მოქმედებს. ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობას ბუნებრივია, ბუნებრივი რეაქციები მოყვა, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან", ასე დაიწყო გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გიორგი ბარამიძისადმი სიძულვილის პოლიტიკასთან დაკავშირებული პასუხის გაცემისას.
"ვფიქრობ რომ ჩვენ უკვე მივედით განვითარების იმ ეტაპამდე, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ. გვქონდეს სტაბილურობის შეგრძნება. მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ პოლიტიკოსები ვიქეცით რაღაც დიდი სპეკტაკლის ნაწილად, მე მაქვს შეგრძნება რომ ჩვენ ვართ გლადიატორები, რომელსაც ყოველ საღამოს ტელევიზიით გვიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეები, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს. მაგრამ ის რაც იყო ამ 3 წლის განმავლობაში, ის განცხადებები გასაკვირი ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ მემკვიდრეობა მარტივი არ იყო. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მემკვიდრეობა იყო მხოლოდ უარყოფითი, იყო დადებითიც, მაგრამ განსაკუთრებით 2007 წლიდან მოყოლებული ძალიან მძიმე 5 წელი გავიარეთ, ძალიან მძიმე 5 წელი და მე აღარ მინდა ამ საკითხებზე საუბარი", აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.