„ვაპირებ ინტერნეტ-კაზინოების საკითხი საფუძვლიანად შევისწავლო“ - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ გააკეთა.
„ეს ბიზნესი საკმაოდ დამაზიანებელია. მინდა გავერკვე როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების შემოღება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ტიპის რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე კი შემიძლიათ გითხრათ, რომ ნამდვილად საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და ვეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც ამ ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის, თავიდან იქნას აცილებული.
რც შეეხება, ფიზიკურ კაზინოებს, რომლებიც სხვადასხვა სასტუმრო-ობიექტებშია განთავსებული, ამ შემთხვევაში უნდა გავითავისოთ ამ ბიზნესის მნიშვნელობა. ის ბიზნეს-გეგმები, რომლებითაც იგება ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტიციები, ნაწილობრივ გათვლილია ამ ბიზნესის შემოსავლებზე. ჩვენი მოქალაქეები მნიშვნელოვან შემოსავლებს ღებულობენ ტურიზმიდან, იმ ტურისტებისაგან, რომლებიც სათამაშო ბიზნესისთვის შემოდიან საქართველოში. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით, არ ვიცი თუ არის რაიმე ტიპის რეგულაცია საჭირო, რომ დამატებითი ტიპის რისკები იქნას აცილებული. კარგად უნდა განვასხვავოთ ონლაინ თამაშები და ფიზიკური კაზინოები. ფიზიკური კაზინოების მნიშვნელობა ძალიან დიდია დღეს ტურიზმის განვითარებისთვის და სასტუმრო ინდუსტრიისთვის“ - განმარტა კვირიკაშვილმა.
პარლამენტში, ამ წუთებში, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.