ჩვენ გვყავს მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებიც თვითონ საელჩოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში "ოდეერების" დანიშვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა დიპლომატებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის შემოღებაზეც, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება. "2016 წლიდან ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენს დიპლომატებს უნდა გააჩნდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები და მათ არ უნდა ჰქონდეთ ასეთ საკითხებზე საფიქრალი", აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.