"სოფელი დაცარიელდა - დიახ, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი" - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
"ამ მიმართულებით ჩვენი უპირველესი მიზანი არის იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურული კომპონენტების შექმნა სოფელში, რომელიც ქმნის ქალაქისთვის დამახასიათებელ მინიმალურ კომფორტს. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა. სწორედ ამიტომ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში, ამიტომ ხორციელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელსაც აფინანსებს "ქართუ ფონდი". ამ პროექტის შედეგად 1974 დასახლებულ პუნქტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კავშირი შევა, რაც უდიდესი ცვლილება იქნება ინფორმაციული წვდომის თვალსაზრისით, მთლიანობაში განათლების განვითარების თვალსაზრისით და სხვა მიმართულებებით. ყველაფერი ეს არის განსაზღვრული იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, დავაკავოთ იქ სადაც არიან, დარჩნენ სოფლად და შეძლონ თავიანთი ოჯახების უზრუნველყოფა. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, რომ ადამიანები ბრუნდებიან სოფლის მეურნეობაში" - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.