ჯონ კერი: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები დაიცვას
26-02-2014, 20:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

 

აღნიშნული განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვება. მისივე განმარტებით, ბარიერების აღმართვა მათთვის მიუღებელია.

 


"რა თქმა უნდა, მილიტარიზაცია, საზღვრების გავლება, ბარიერების აღმართვა - ეს ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები დაიცვას და კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების განხორციელებას შესაძლებლობა მისცეს", - განაცხადა ჯონ კერიმ.

 

 

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ მიესალმება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას.

 

 

"თქვენი მცდელობა, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრასთან დაკავშირებით, ასევე არის აღსანიშნავი და ჩვენ მას ვაფასებთ. შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

 


მისივე შეფასებით, საქართველომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მრავალი სერიოზული მიღწევა დაანახა და დარწმუნებულია, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერიერთობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი