დეპუტატ გიორგი კანდელაკის შეკითხვის -"ქართუ ბანკის" მოგება გაიზარდა ბოლო პერიოდში 17-ჯერ და როგორ მოხდა ეს? - საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა კანდელაკს და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს 2011 წელი შეახსენა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს "ქართუ ბანკზე" ზეწოლა ხორციელდებოდა. "ენა როგორ გიბრუნდებათ პირში ეგ მაინტერესებს, ამაზე რომ საუბრობთ", უთხრა ოპონენტებს კვირიკაშვილმა.
"ბატონი გიორგი კანდელაკის კითხვა იყო... მე არ მინდოდა და შეგნებულად ავარიდე თავი "ქართუ ბანკზე" საუბარს", იმიტომ მე ამ ბანკის მენეჯერი ვიყავი 6 წლის განავლობაში. არ მინდა ახლა დაიწყოს საუბარი, რომ "ქართუს" წარმომადგენელი იყო და "ქართუზე" ლაპარაკობს. ენა როგორ გიბრუნდებათ პირში ეგ მაინტერესებს, ამაზე რომ საუბრობთ. 2011 წელს ვინ დახურა ეს ბანკი, ვინ იბარებდა აქტივებს, ვინ იბარებდა ბანკის კლიენტებს პროკურატურის მეშვეობით, ვინ ეუბნებოდა, რომ უნდა გადააფორმოთ აქტივები, თუ არ ყოფილა ესეთი კაცო? თქვენ არა ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი? ის მოგება, რომელიც აისახა ვითომ 17-მაგი, აგერ არის ნოდარ ჯავახიშვილი... ის მოგება, როდესაც აქტივის რეაბილიტირება ხდება, ასეთი რაღაც ხდება, საერთოდ ბუღალტერიაში, რომ მოგებაში აისახება ჩამოწერილი აქტივი. ჩამოწერილი არის იმიტომ, რომ იქაც არსებობს თავისი სტანდარტები, რამდენი პროცენტი არსებობს სესხის დაბრუნების. სუფთა ბუღალტრულად, როდესაც მივა პროკურატურა, პლუს ეროვნული ბანკი, ეტყვის კლიენტს, რომ შენ უნდა გადააფორმო მთავრობაზე შენი აქტივი, როცა მიიღებ სპეციალურად კანონს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ყადაღა ხდება პირველადი და დაადებ მერე აქტივებზე ასმაგი ღირებულებით ვალდებულებას, დაადებ ყადაღას და ჩამოაწერ ამ აქტივს და წაიღებ სახელმწიფოს სასარგებლოდ, მერე ხდება ასე, რომ ბანკი გადის ზარალზე, მერე ბანკი იწყებს მუშაობას, ამ აქტივის რეაბილიტაციაზე, ეს არის მრავალწლიანი პროცესი. მერე ბუღალტრული გატარებების საფუძველზე, როდესაც სესხის დაბრუნების ალბათობა მატულობს, ეს ჩვეულებრივ აქტივად ჯდება და აისახება შემოსავალში. გასაგებად ვთქვი? ხომ კარგად იცით ეს ყველაფერი, კარგით, ეხლა მართლა რაა..." განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის ამ პასუხსაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.