გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველებმა შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან უნდა ისაუბრონ, ყურადსაღებია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი განცხადების მიმართ, მომდინარე იმ ქვეყნის პრეზიდენტიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, შესაძლოა შინაგანი სკეპტიციზმი გაგვაჩნდეს. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილის შეფასებას იზიარებს.
"შერიგების პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ბატონ პაატას აქვს შემუშავებული მთელი რიგი იდეები. მე ყურადღებით გავეცანი და დიდი ნაწილი ამ წინადადებებისა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. არის ნაწილი, რომელიც, ჩემი აზრით, მინიმუმ ამ ეტაპზე არ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი. ბატონი პაატას იდეები იმსახურებს ინტერესს, რათა ის განხილული იქნას ძალიან სერიოზულად და ფუნდამენტურად. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ არ გადავდგათ თამამი ნაბიჯები ამ მიმართულებით. რაც შეეხება მის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა უნდა ისაუბრონ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე, მე არ მგონია რომ სწორი იყოს ასეთი განცხადებების შემდეგ, თუნდაც იმ ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ჩვენ დავიწყოთ... ჩვენ შეიძლება გვქონდეს შინაგანი სკეპტიციზმი, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, რომ მინიმუმ იმდენი კონსტრუქტივი გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე არ ვუპასუხოთ აპანჩურებით, უგულვებელყოფით და ყველა პოტენციალი, რომელიც კი იქნება ამ მიმართულებით გაჟღერებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქტივით მივიღოთ ჩვენი მხრიდან. დამერწმუნეთ, საერთაშორისო არენაზე ეს ჩვენ გაცილებით უფრო დადებითად წარმოგვაჩენს და იგივე ამ ურთიერთობებში ჩვენ უნდა გამოვწუროთ ყველა შესაძლო პოზიტიური პოტენციალი, რომელიც კი შეიძლება წამოვიდეს ამ მიმართულებით. სწორედ აქედან იყო განპირობებული ბატონი პაატას განცხადება, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პოზიტივი, რომელიც კი გაჩნდება ამ მიმართულებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ახალი თაობები იზრდებიან, ისინი შორდებიან ერთმანეთს, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი განცხადება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის მოწოდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დაეხმარება, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და საქართველოსთან რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე წამოვიდნენ. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა გუშინ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ოსურ მხარესთან ვერა, თუმცა მოახერხა ქართულ-აფხაზური ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.