გიორგი მღებრიშვილი გივი თარგამაძეს: მე ვარ დანაშაულის სტატისტიკაში მოყვანილ ციფრებზე პასუხისმგებელი პირი
29-12-2015, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბატონო გივი, სწორად ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია, თორე თქვენ გაიგებდით. არ მინდოდა ციფრებით მანიპულირება და გითხარით, რომ ყაჩაღობის ნაწილში, შარშანდელთან შედარებით, რამოდენიმე ერთეულით არის გაზრდილი შემთხვევები“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან სქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გივი თარგამაძის შეკითხვას დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით. 

 

 

„საუბარი იყო სტატისტიკის გაყალბებაზე. მე შემიძლიათ ძველი პერიოდის ციფრებიც გითხრათ. 2008 წელს, 1008 ყაჩაღობის ფაქტია ოფიციალურად დარეგისტრირებული, 2009 წელს - 700, წელს არის დარეგისტრირებული 317 საიდანაც 202 გახსნილია. თითოეულ ციფრზე თქვენ პასუხისმგებელ პირს ვეძებ, მე ვარ პასუხისმგებელი ამ ციფრებზე - ეს არის ოფიციალური სტატისტიკა“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

მინისტრი ასევე ვაკეში გახსნილ ყაჩაღობის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შსს-ს თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, დამნაშავე დაიჭირეს. აღნიშნულის გამო, მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 

 

ენმ-ის წარმომადგენელი, გივი თარგამაძე კი ამბობდა, რომ დანაშაულის სტატისტიკა შს მინისტრის განცხადებით, არასწორი იყო.

 

 

"გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ უწყების წარმოდგენილი სტატისტიკა არ არის სწორი და მძიმე დანაშაულმა იმატა, და მართლაც, დადასტურება დღეს დილითვე მივიღეთ, როდესაც ქალაქის ცენტრში, გეგეშიძის ბაღში ორმხრივი სროლა გაიმართა პოლიციელებსა და დამნაშავეებს შორის ბანკის დაყაჩაღების მცდელობისას" - აღნიშნული განცხადება თარგამაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი