გიორგი კვირიკაშვილი: კომპანია "ატუ" 100 %-ით საქველმოქმედოა და მისი მოპოვებული ხე-ტყე გამოიყენება რაგბის ბაზების, საავადმყოფოების, თეატრების მშენებლობისთვის
29-12-2015, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კომპანია "ატუსთან" დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მან ტრიბუნაზე წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც 2008-2012 წლებში გაცემულ ლიცენზიებს შეეხება. მისი თქმით, ეს პროცესი 2015 წლამდე გაგრძელდა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კომპანია "ატუს" არც ერთი თეთრი მოგება არ უშოვია განხორციელებული პროექტებიდან და მისი საქმიანობა მთლიანად საქველმოქმედო ხასიათისაა.


"ეს კომპანია ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს. ეს არის წმინდაწყლის საქველმოქმედო ორგანიზაცია, 100 პროცენტით საქველმოქმედო ორგანიზაცია და მის ხე-ტყის მოპოვების უფლებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი დანიშნულება, რომ საავადმყოფოების, თეატრების და სხვა საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია განახორციელოს. მერქნული რესურსი, რომელიც ამ კომპანიის მიერ მოიპოვება, გამოიყენება მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლების რეაბილიტაციისთვის, რაგბის ბაზების მშენებლობებისთვის - ქუთაისში, ბათუმში და ფოთში - სკოლების და სხვა ამ  ტიპის დანიშნულების ობიექტების მშენებლობისას. არც ერთი კუბური მეტრი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყიდან, არ გამოიყენება კომერციული დანიშნულებისთვის", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ ამ შეკითხვის ავტორს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ის, რომ წინა ხელისუფლების დროს ამგვარი ლიცენზია კომპანიისთვის 4-ჯერ იყო გაცემული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი