ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წინა და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის სხვაობა თუ გინდ იმაში მდგომარეობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალურ ფაქტებს აქვს ადგილი, მთავარია, რომ სახელმწიფო არ ესვრის თავის მოქალაქეებს ტყვიას და არ ითხოვს გვამებს. ვოლსკიმ თავისი გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით დაიწყო და თქვა, რომ მარადიული მხოლოდ უფალი და სამშობლოა.
„ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები მაგონდება, მარადიული არის მხოლოდ უფალი და სამშბლო, აი ამ პათოსით იყო გამსჭვალული ის სურვილი პრემიერ მინისტრობის კანდიდატისა, რომ ჩვენ ფინიშის სწორზე, 2016 წელს არჩევნებამდე გადავიდეთ თანამშრომლობის ისეთ რეჟიმზე, სადაც არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს კეთილგანწყობა, სამწუხაროა, მაგრამ ასეა, ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი რეალობა ასეთია, მაგრამ არის მოსმენა ერთმანეთის და რაც მთავარია, არ არის ის ზღვარგადასული ეთიკის ნორმების დარღვევა, რასაც ასე ხშირად აქვს ხოლმე ადგილი“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მთავარ ინტერესს უკავშირდება, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა.
ვოლსკიმ აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს“. მან თქვა, „არ შეიძლება რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი პოლიტიკაში არის უზრდელი“.
ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტებიდან არც ერთი გამომსვლელი არ საუბრობს საქმიანად. მისი თქმით, კალაძეს დააბრალეს რომ ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან არის დაპირისპირებული. მან ასევე ახსენა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასძინა, რომ მას დააბრალეს ის, რომ „ვიღაცამ მართლაც ჩაიდინა დანაშაული ქუჩაში და ეს არ უნდა მომხდარიყო“.
„სხვა რამეშია საქმე, მართლაც ესროლა ვიღაც გარეწარმა ავტომატი თავში, მოკლა ადამიანი, გამოიძიეს, კი ბატონო ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ მთავარი განსხვავება არის ის, რომ სახელმწიფო არ ესვრის თავში, სახელმწიფო არ აკეთებს „კანტროლკებს“ და არ ითხოვს „ტრუპებს“, აი, ეს არის განსხვავება და ამას უნდა შევხედოთ“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.