„გიორგი კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ამ თანამდებობაზე ის ბიძინა ივანიშვლის დანიშნულია“ - აღნიშნული განცხადება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი.
"ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გვითხრა, მოდი სიმართლე ვილაპარაკოთო, კი ბატონო, სიმართლე ვილაპარაკოთ. სრული სიმართლე არის ის, რომ ღარიბაშვილს არსად წასვლა არ გადაუწყვეტია და ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში, მცირე გადაწყვეტილებებსაც კი და გადაწყვეტილებებს დეტალებში იღებს ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი. ბატონმა გიორგიმ ძალიან კარგად იცის რომ ეს სიამრთლეა, რომ ბიძინა ივანიშვილის დანიშნულია ისიც ამ თანამდებობაზე. ეს არის სიმართლე, რომელიც იცის საქართველოს მოსახლეობამ. არაფორმალური მმართველობა არის სრული რეალობა და მე არა მგონია გიორგი კვირიკაშვილი რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და უწევდა თავის კოლეგებთან ურთიერთობა მთელს მსოფლიოში, არა მგონია არ იცოდეს, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი.
კიდევ ერთი სიმართლე არის ის, რომ კვირიკაშვილმა იცის, რომ ეს უმრავლესობა რომელიც დღეს მას მხარს დაუჭერს, დაუჭერს იმიტომ რომ ასე უნდა ბიძინა ივანიშვილს. პატარა წინააღმდეგობის შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ თქვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერას. რადგან ეს პოლიტიკური გუნდი არის კონსოლიდირებული არაფორმალურ მმართველობასთან. ეს მმართველობა აკონტროლებს ყველაფერს, მათ შორის, საზოგადოებას და საზოგადოებრივ განწყობებს“ - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.