„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და შეახსენა, რომ გუშინ მან კობა სუბელიანს შენიშვნა მისცა და მას რაფალიანცის საქმის გარშემო „სპეკულიანტობაში დასდო ბრალი“. ბობოხიძემ კვირიკაშვილი ორმაგი სტანდარტებით მიდგომაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არ სჯერა კვირიკაშვილმა რაიმე რეალური ცვლილებების მოხდენა შეძლოს.
„როგორ შეიძლება ბატონებო ვსპეკულიანტობდეთ იმ ბავშვის საქმით, რომლის მკვლელობაც ჩვენ დაგვაბრალეთ. ბავშვს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი პირადი, პირდაპირი ინტერესია გაირკვეს, მართლა ვართ ამ ბავშვის მკვლელები, თუ პირიქით, სხვა რამესთან გვაქვს საქმე. თქვენ აქ გვაბრალებთ სპეკულიანტობას და ამ დროს გირგვლიანის მკვლელობის მოსამართლეს თქვენ გუშინწინ, თქვენმა ხელისუფლებამ, მიეცით უვადო მოსამართლეობის უფლება. მე არ შევდივარ ბატონებო იმ დავაში, მურუსიძე იყო თუ არა მართალი. მე თქვენს ორმაგ სტანდარტზე მაქვს ლაპარაკი, როდესაც საჯაროდ ერთ რამეს ლაპარაკობთ, ხოლო იურიდიული ასპექტი როდესაც დადგება, სულ სხვანაირად იქცევით და ბატონო გიორგი, თქვენ გუშინ, იგივე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დაადასტურეთ, რომ თქვენ მოქმედებდით და პასუხი გაეცით, თუ არ ვცდები „თავისუფალ დემოკრატებს“ საზოგადოებრივი აზრის განწყობით და არა იურიდიული მდგომარეობის მიხედვით. სწორედ ამიტომ არ მჯერა მე, რომ თქვენ შეძლებთ ამ ხელისუფლებაში რაიმე რეალური ცვლილებების შეტანას,“ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.