„რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ეს სჯერა ძალიან ცოტა ადამიანს. ყველა კვლევით, ყველა გამოკითხვით, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მოახლეობის თვლის, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პრინციპში, ამას არ სჭირდება არანაირი კვლევა, არანაირი გამოკითხვა. შებრძანდით ნებისმიერ მაღაზიაში, ნებისმიერ ბაზრობაზე, ნებისმიერ სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯექით, ნებისმიერ თქვენს მეგობარს რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის, დაელაპარაკეთ და ჰკითხეთ დღეს უკეთ ცხოვრობს თუ გაუუარესდა მდგომარეობა? ისინი გეტყვიან ამ სიმართლეს. მესმის, რომ არ გინდათ ამ სიმართლის მოსმენა ოპოზიციისგან, მაგრამ ეს სიმართლეა. სიმართლე იცის ასევე ყველა იმ დეპუტატმა, რომელსაც ბიზნესი არ აქვს და ხელფასით ცხოვრობს და მათი პირადი ოჯახების მდგომარეობაც გაუარესდა. თქვენ წარმოიდგინეთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც 300 და 400 ლარი აქვთ ხელფასი და კიდევ სესხებს იხდის. როცა ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ მდგომარეობა არის კარგი, ეს არის ცინიზმი.
ყველა ძირითად დაპირებაში, რომელიც გაცემული იყო არჩევნების წინ, ადამიანები მოატყუეს. ადამიანები მოატყუეს პენსიის ზომასა და ზრდაზე, ტარიფების კრებაზე, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით გვერდში დგომაზე, ახალ ქარხნებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე. ადამიანები მოატყუეს უკეთეს ცხოვრებაზე, ყველაფერზე ადამიანები მოატყუეს და გადააგდეს. ეს არის სრული სიმართლე და რა მოხდება ამის შემდეგ? როცა ადამიანებს დაპირებას არ უსრულებ, ამის შემდეგ დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ვისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ეს? რა თქმა უნდა მთელი პოლიტიკური გუნდის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. როგორც არ უნდა ელაპარაკოთ თქვენ ადამიანებს, რაშიც არ უნდა დაარწმუნოთ, როგორი სტილიც არ უნდა შესთავაზოთ, ამ ადმიანების მდგომარეობა ერთი იოტით არ იცვლება. არის თუ არა ამაში მთავრობის დამსახურება, რომლის წევრებიც თქვენ ყველა იყავით? დიახ, არის.
იგივე პროგრამა, იგივე მთავრობა, იგივე შემადგენლობა და გგონიათ, რომ ამით ხალხს რამე კარგს ეუბნებით? ამ მთავრობამ გააკეთა არაფერი იმისათვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო და გააკეთა ყველაფერი, რომ ხალხის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ყველამ იცის, მით უფრო, ეკონომისტებმა, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია გადასახადების დაკლება და არა გაზრდა. თქვენ კი რა გააკეთეთ? გაზარდეთ ბიუროკრატია რიცხვობრივადაც და ხარჯიც გაზარდეთ ბიუროკრატიაზე. ამიტომ არის ეკონომიკას დღეს საბრუნავი საშუალებები რომ აქვს გამოცლილი. თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ტურიზმი იქნება პრიორიტეტი, 2004 წელს როდესაც ტურიზმის პროგრამა დაიწყო, 150-200 000 ვიზიტორი იყო ქვეყანაში და ახლა ციფრებით მანიპულაცია არ შველის მდგომარეობას ეს ძალიან კარგად იცით.
ამ ქვეყანას უკან ხევს რევანშიზმი, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, შერჩევითი სამართალი, წინასწარი პატიმრობა. ამ ფონზე ქვეყნები ვერ ვითარდება. თქვენ თანამშრომლობა შემოგვთავაზეთ და ძალიან კარგია თუ ეს იქნება რეალური თანამშრომლობა და არა პიარსვლა. თუმცა, ჩვენის მხრიდან, ჩვენ გვინდა დავინახოთ მინიმალური ნიშანი მაინც იმისა, რომ თქვენ ხართ განსხვავებული საქმით, რომ თქვენ არა ხართ ივანიშვილის ჯიბის მთავრობის მორიგი წარმომადგენელი. როცა ჩვენ დავინახავთ, რომ თქვენ რაიმე გადაწყვეტილებას მაინც იღებთ, თუნდაც საკადროს, მაშინ აზრი ექნება ჩვენს ლაპარაკს“ - მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს გაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.