ჯონ კერიმ დაასახელა სფეროები, სადაც აშშ საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს
26-02-2014, 20:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ დამატებითი დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს გულისხმობს როგორც ევროატლანტიკური მიმართულებით სვლაში, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და სხვ. მიმართულებით დახმარებას.

 


"დღეს მე განვაცხადებ აშშ-ის სურვილს და ნებას, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვაში, კონკრეტულად კი დაეხმაროს, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას და მინიმუმამდე შეამციროს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციით მიყენებული ზიანი. შეერთებული შტატები ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ვაჭრობის სფეროში უფრო გაძლიერებულ რეჟიმში ითანამშრომლოს საქართველოსთან", - განაცხადა ჯონ კერიმ.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, საქართველო მოიაზრება როგორც ვაჭრობის რეგიონული ცენტრი, რომელიც ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის და რეგიონული თანამშრომლობის გარანტი იქნება.

 


შეერთებული შტატების მთავარი დიპლომატი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ "ბუქარესტის გადაწყვეტილება და ყველა შემდეგი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს საბოლოოდ გაწევრიანებას ნატოში. საქართველოს მიღწევებს აუცილებლად აღიარებს ორგანიზაციის ყველა წევრი სამიტზე", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეერთებული შტატები დაჭრილ ქართველ სამხედროებზე ზრუნვას მომავალშიც განაგრძობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი