საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან მიმართა და უთხრა, რომ ისინი ბევრ თემას ეხებიან, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებს და ავიწყდებათ თუ რა რა მდგომარეობაში ჩააგდეს წარმოება თავინთი მმართველობის პერიოდში და როგორ გაასხვისეს მიზერულ ფასად სტრატეგიული ობიექტები.
„გაიხსენეთ რა ჩაიდინეთ კაცო. „მარტინ ბაუერი“, რომელსაც 5 მილიონად მიყიდეთ მთელი ჩაის მრეწველობა, თუ გახსოვთ ეს? დიახ, მთელი ჩაის ფაბრიკები, საუკეთესო, მთელი პლანტაციები, როცა 90% ჩვენი ჩაისა ექსპორტზე გადიოდა. რატომ მოხდა ეს? როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, რა ვიცი, ფოთის პორტი, ელექტროგადამცემი ხაზები და ბევრი სხვა, თქვენ არ გაასხვისეთ? და დღეს თხოულობთ, რომ ეკონომიკა უცებ... ვალებიც გადავიხადოთ, ეს ყველაფერი მოვასწროთ და კიდევ ძალიან წინსვლა გიჩვენოთ. არ შეიძლება ასეთი ლაპარაკი კაცო. თქვენ ახლა ის ილუზია გაქვთ, რომ როდისმე კიდევ მოხვალთ ხელისუფლებაში. ვაიი... თქვენ ეს გაწუხებთ, ეს არასოდეს აღარ მოხდება. რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალხს, იმას არავინ გაპატიებთ, რაც აქ თქვენ არ უნდა ილაპარაკოთ და რაც აქ თქვენ რაც არ უნდა აკრიტიკოთ დღევანდელი ხელისუფლება,“ განაცხადა გოგი თოფაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.