გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრად დაამტკიცა
29-12-2015, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტმა პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს და მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომელშიც ახალი სახე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჯანელიძე იყო წარმოდგენილი, სულ ცოტა ხნის წინათ მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია პარლამენტის 114 წევრმა გაიარა. მათგან საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინადადებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 28 წავიდა.

 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დააზუსტა, კვირკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტზე დამტკიცება საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა და პარლამენტი პრეზიდენტს გადაუგზავნის აღნიშნული გადაწყვეტილების დოკუმენტს. 

 

 

კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინათ წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის ოპონენტებსაც და ამავე დროს ყოფილ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ღარიბაშვილი მათთან ერთად გააგძელებს საქმიანობას.

 

 

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არ უნდა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. მისი თქმით, საქართველოში უნდა არსებობდეს ერთი პარტია, სახელწოდებით - „სამშობლო“ და ყველა ამ პარტიაში უნდა იყოს გაერთიანებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი