„ჩვენ ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომლის სახელის ხსენებაც, დამერწმუნეთ, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება, კიდევ ხუთი წელი მოგიწევთ მისი სახელის და გვარის მოსმენა“ - ამის შესახებ მანამა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„იმდენად დამძიმდა პოლიტიკური ველი, რომ აქ დარჩენა რომ უნდოდეს ადმიანს, შეიძლება გასაკვირი ის იყოს და არა ის, რომ ადამიანი გადადგა სრულიად ღირსეულად. მე მინდა განვაცხადო, რომ არ არის „შავი ხვრელის“ ძიება საჭირო, არ არის ტექსტში, სტრიქონებს შორის რაიმეს ძებნა. ბატონმა ირაკლიმ აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად განმარტა თანამდებობის დატოვების მიზეზი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით, კითხვები აღარ უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, ახალ შემადგენლობაზე. დიახ, ბატონი ბიძინას ლიდერობით, შემდეგ ბატონი ირაკლის გაგრძელებით და დღეს უკვე ბატონ გიორგისთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე და 2016 წელს ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა უნდა მოვიგოთ. ჩვენ ხალხის მიერ დაქირავებული მთავრობა ვართ, ამიტომ ნუ გვექნება განსაკუთრებული მადლობების მოლოდინი, რადგან ჩვენი საქმიანობა ჩვენი მოვალეობაა. ბევრი მიღწევის ფონზე, ჩვენს მთავარ გამოწვევად სიღარიბე და უმუშევრობა რჩება“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.