უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ბოლო დეპუტატი იყო, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის დატკიცებამდე რამდენიმე წუთით ადრე სიტყვით გამოვიდა. მან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მისამართით განაცხადა, რომ მათ ერთგვარი მასკარადი მოაწყვეს და ციფრებით მანიპულირებას ჰქონდა ადგილი.
კვაჭანტირაძის განსაკუთრებული სამიზნე მიხეილ მაჭავარიანი აღმოჩნდა, რომელიც უმრავლესობის ლიდერის სიტყვით გამოსვლისას სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. ზვიად კვაჭანტირაძემ მიხეილ მაჭავარიანის შევარდნაძის ხელისუფლებაში მინისტრის პოსტზე ყოფნა გაიხსენა და თქვა, რომ მაჭავარიანი "მათხოვრის" როლში იყო და ბიძინა ივანიშვილს ყოველთვიურად მილიონებს სთხოვდა.
"მე თუ მეხსიერება არ მღალატობს, მიხეილ მაჭავარიანი შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში შემოსავლების მინისტრი იყო და კარგად გაიხსენოს, კარგად გაიხსენოს, რამდენჯერ უთხოვია ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველთვიურად, ერთი მილიონი მომეცი, 2 მილიონი მომეცი, 3 მილიონი მომეცი და შემდეგი კიდევ რამდენჯერ, ხათუნა [გოგორიშვილი] ნეტა მართლა არ იცოდე, რომ მართალს ვამბობ და რამდენჯერ ჭორვილობის ხათრით კიდევ დამატება უთხოვია და მათხოვრებად რომ იყავით გადაქცეულები ხელისუფლება, და აი ასე, ხელგამოშვერილი, ბიძინა ივანიშვილის ხათრით გაქვთ ყველაფერი, თუკი რაიმე გაგაჩნიათ, მაგრამ ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ დღეს თქვენ ეცადეთ და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის და როგორც გჩვევიათ და მე მინდა ბატონ გიორგის [კვირიკაშვილი] მივმართო, აქ სამწუხაროდ, მხოლოდ სამი-ოთხი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც თქვენი გუშინდელი მესიჯი ადეკვატურად მიიღო და დღეს ნამდვილად ღირსეულად ეცადნენ, ღირსეული ოპონირება გაეწიათ, ყოველგვარი უზრდელობების გარეშე," განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.