გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ მინისტრად დამტკიცებამდე გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას თბილისში მიმდინარე მასობრივ მშენებლობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დედაქალაქში ამ კუთხით ქაოტური მდგომარეობაა. კვრიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად გაუგებარი მაღალსართულიანი სახლები არ უნდა შენდებოდეს კერძო დასახლებაში".
„რაც შეეხება თბილისს, გეთანხმებით საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს მშენებლობის სექტორში. ეს არის ქაოტური მდგომარეობა. კოეფიციენტების კუთხით, გენგეგმების კუთხით, ამიტომ კოდექსი შევიმუშავეთ, რომელსაც მთავრობაში განვიხილავთ და პარლამენტს წარვუდგენთ. საჭიროა თბილისის გენგეგმა. რამდენადაც ვიცი თბილისის მერია მუშაობს და როდის იქნება ის არ ვიცი. ერთადერთი მანამდე რაც შეგვიძლია ისაა, რომ გავაკეთოთ ყიდვის კოეფიციენტები უნდა შევამციროთ და ეს გადაწყვეტილება მერიაში იქნება მისაღები, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მაღალსართულიანი სახლები არ შენდებოდეს კერძო დასახლებაში და ერთ მშვენიერ დღესაც კორპუსის ქვეშ არ უნდა აღმოჩნდეს ის ადამიანი, რომელმაც კერძო სახლი შეიძინა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან ასევე, აღნიშნა, რომ პირადად მიადევნებს თვალს თბილისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციას.
„ძველი თბილისი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ჩვენთვის. ჩვენ ის უნდა შემოვუნახოთ მომავალ თაობას, იმ სახით რა სახითაც შემოგვინახეს ჩვენ წინა თაობებმა. გპირდებით, რომ ამ საკითხს მე პირადად დიდ ყურადღებას დავუთმობ," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.