გუბაზ სანიკიძე: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ წავიდა პრემიერ მინისტრი, ამ დარბაზში ალბათ, ორმა-სამმა კაცმა იცის, რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი
30-12-2015, 00:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ  გადადგომისას გაცხადებული ვერსიის არ სჯერა  პარლამენტის ვიცე სპიკერს,  გუბაზ სანიკიძეს. პლენარულ სხდომაზე მთავრობის დამტკიცებამდე სიტყვით გამოსვლისას სანიკიძემ თქვა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, თუ რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან.


"ის ოფიციალური ვერსია, რაც ჩვენ გვაქვს პრემიერის წასვლასთან დაკავშირებით, არ არის დამაჯერებელი. როდესაც დამაჯერებელი არ არის ოფიციალური ვერსია, ეს იწვევს ბევრ ვარიაციას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ წავიდა პრემიერ მინისტრი. ალბათ, ამ დარბაზში ორმა-სამმა კაცმა იცის რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი. ის ვერსია, რომ იქმნება პრეცედენტი, პოლიტიკური მოღვაწეობის პიკზე ადამიანი უნდა წავიდეს, ჩემთვის პირადად არადამაჯერებელია და მიუღებელიც. არ მგონია, პრემიერ მინისტრებმა პირობა უნდა დადონ, რომ ისინი წავლენ პიკზე ხელსიუფლებიდან. საქართველოს ეს არ სჭირდება. ჩვენ რა ვიცით, რომ მას უფრო მეტი წარმატება არ ჰქონდა წინ. ამიტომ, ეს სახელმწიფოსთვის ცოტა არ იყოს სახიფათოა. გახსნილობა დემოკრატიის მთავარი იარაღია. ალბათ, მოვა დრო და ის გვეტყვის, რატომ წავიდა ხელსიფლებიდან. ეს არის შავი ხვრელი," განაცხადა სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი