საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს საერთო პრინციპები აკავშირებს. ამის შესახებ პრემიერმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნების ბევრ საერთო ინტერესს შორის, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპები და ამ ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები აკავშირებს. მჯერა, რომ ამ პარტნიორობის საუკეთესო მხარეები ჯერ კიდევ წინ არის"- აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ს პარტნიორობა და განცხადებები დიდი სტიმულია საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
"ჩვენი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ამ ქარტიის ფარგლებში როგორც ძირითადი ჩარჩო ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ურთიერთობებისა, მრავლისმომცველია და ოთხ სამუშაო ჯგუფს მოიცავს, ესენია - დემოკრატია, თავდაცვა, ეკონომიკა და ენერგია, ასევე, ვაჭრობა და ხალხთა შორის ურთიერთობები. სწორედ ამ მიმართულებებით ვითარდება საქართველო" - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს და ამერიკას აქვს თანამშრომლობა თავდაცვით საკითხებში და საქართველოს მიაღწია პროგრესს თავდაცვითუნარიანობის მიმართულებით.
"საქართველო ხდება თავდაცვის გარანტორი, მიმწოდებელი ნატო-ს მისიაში ავღანეთში. ჩვენ 2015 წელს დავიწყებთ სხვა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორის მხარდაჭერით" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ს დაშავებული ქართველი სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს, როგორც ფინანსურ, ასევე არამატერიალურ უსასყიდლო დახმარებას უწევდა, რისთვისაც საქართველო ძალიან მადლიერია.
ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით მიმდინარე კონსულტაციები ამ ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ეს მოლაპარაკებები, რომლებიც მაღალ დონეზე გრძელდება, საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ინვესტირება ამ სფეროში"- განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მისი ადგილმდებარეობით შეუძლია, ევროპის და აღმოსავლეთის ბაზრები დააკავშიროს.
"ჩვენ ვრჩებით ერთგული საქართველოს მისწრაფებისა გახდეს რეგიონული ჰაბი, რომელშიც მუდმივად ხდება ეკონომიკური ზრდა. როგორც იცით, ეს არის კარგი ადგილმდებარეობა, რომლითაც შეგიძლია ევროპა და აღმოსავლეთის ბაზრები ერთმანეთს დაუკავშირო. ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ იდეის და ვცდილობთ განვახორციელოთ ეს ამბიციური გეგმა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებით" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.