კომპანიები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი", მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ რეკომენდაციას აძლევენ, რომ დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.
კომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. "ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით 2016 წლის 1-დან 5 იანვრის ჩათვლით, მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებმა, ყინვის დროს, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები: იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით. აღნიშნულ თარიღებში, ყოველ აბონენტს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" გამდინარე, მოჭარბებული წყლის დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ. კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.