13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს ზიანი აუნაზღაურდებათ. გადაწყვეტლება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სხდომაზე საკითხი თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ წარმოადგინა.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, ზიანი აუნაზღაურდებათ იმ ავტომობილის მძღოლებს, რომლებსაც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ავტომობილები დაუზიანდათ ან გაუნადგურდათ.
"მანქანები დაიყო ორ კატეგორიად - დაზიანებულ და განადგურებულ მანქანებად და მათი ანაზღაურება-შეფასების მექანიზმებზე, პრინციპებზეა ამ წესში საუბარი. ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის მანქანა 5 000 დოლარამდე ეკვივალენტის ფარგლებში იყო ლარში და განადგურდა, ანაზღაურდება 100%-ით, ხოლო იმ ავტომობილების მფლობელებს, რომელთა მანქანების ღირებულება 5 000 დოლარის ზემოთ ეკვივალენტით იყო ლარებში, აუნაზღაურდებათ 70%-ით ფარგლებში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კარლო ლაფერაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, კომპენსაციების გაცემა 2016 წლიდან დაიწყება. დღეისთვის სულ სტიქიის შედეგად დაზარალებული 101 ავტომობილის მფლობელია აღრიცხული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.