გიგლა აგულაშვილი: თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინა
30-12-2015, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოაჩინა. აგულაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი დაშინების ფაქტები უწყების მიერ უკანონო ხე-ჭრის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული.


"დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს იმ ფაქტზე, რომელიც გამოვლინდა 27 დეკემბერს. თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომანქანაში მის მიერვე აღმოჩენილი იქნა 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით. როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ იმ საქმიანობაზე რასაც ჩვენ ვახორციელებთ და უშუალოდ ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში. სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი. ჯერ კიდევ გაზაფხულში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარა წარწერით – "გაფრთხილებთ, წადით!". მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ეს ადამიანი, გინდა თანამშრომელი და გინდა სხვა, რომ ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს წესრიგის, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ჭრის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობაზე ბრძოლაზე გაგრძელდება და მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა იყოს დაცული", - განაცხადა აგულაშვილმა. მისივე თქმით მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შს მინისტრი, ხოლო მთავარ პროკურორს დღეს შეატყობინებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი